28 წლის მცველი, ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული კლუბი "პანეთოლიკოსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა მახაჭყალის დინამომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა, კონტრაქტის დეტალებზე არაფერს წერს.
ტაბიძე, რომელიც ადრე "ურალისა" და "უფას" ღირსებას იცავდა, რუსეთში უკვე კარგად ცნობილია. ჯემალ თაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
Comments